Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2017

პროექტი პირველადი დახმარება

პროექტის სახელწოდება: პირველადი დახმარება. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა სიტუაციებში პირველადი დახმარების აღმოჩენის ხერხებს. პროექტის აქტუალურობა: ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეესწროს უბედურ შემთხვევას, ავტოსაგზაო შემთხვევას. ამ დროს ხშირია რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მოსვლა გვიანდება. სწორი პირველადი დახმარების აღმოჩენით ჩვენ შეგვიძლია დაშავებულს მივანიჭოდ სტაბილური მდგომარეობა ან რიგ შემთხვევებში სიცოცხლეც გადავურჩინოთ. პროექტის მიზნები: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება პირველადი დახმარების გაწევის კუთხით, კრიტიკულ სიტუაციებში სწორი რეაგირების უნარის განვითარება, პირველადი დახმარების დროული და სწორი აღმოჩენა, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიზის და პრეზენტაციის უნარების განვითარება. მონაწილეთა ასაკი: 15-18 წელი ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  კრიტიკული სიტუაციის სწორი კონტროლი, პირველადი დახმარების დროული და სწორი აღმოჩენა, მოკლე ვიდეო გაკვეთილები რომლებ...