პროექტის იდეა: რუსთავი ყოველთვის ითვლებოდა მეგობრულ ქალაქად სადაც მეტალურგიული ქარხნის აშენებით და ქალაქის დაარსების დღიდან ცხოვრობს სხვადასხვა ეროვნების და წარმოშობის ხალხი. შესაბამისად ჩვენს სკოლაში არიან სხვადასხვა ეროვნების წარმომედგენელი მოსწავლეები. სამწუხაროდ ვიყავი ისეთი ფაქტის მომსწრე როდესაც მოსწავლეებს სხვადასხვა ეროვნების მიმართ არასწორი სტერეოტიპული შეხედულებები გაუჟღერებიათ, რაც ჩემი აზრით არასაკმარისი ინფორმირებულობის შედეგად ხდება. გადავწყვიტე განმეხორციელებინა ისეთი პროექტი რომელიც მოსწავლეებს მისცემს დამატებით ან/და ახალ ცოდნას სხვადასხვა კულტურულ სხვაობებზე, გახდის მათ მეტად ტოლერანტ საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიმართ. საფეხური / კლასი : საბაზო, საშუალო პროექტის განხორციელების დრო: 2 კვირა პროექტის მიზანი: სკოლაში ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომედგენელი მოსწავლეების დაახლოება. ტოლერანტული უნარჩვევების განვითარება და ურთიერთთანამშრომლობა. ამოცანები: 1. ეთნიკური უმცირეს...
საგაკვეთილო პროცესის კრეატიული სახით წარმართვა