Skip to main content

ჩემს შესახებ

  
       Hey there, მე ვარ დარინკა ხუბაშვილი, სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N16 საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების პედაგოგი.
        ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ გაკვეთილი რომელის შეიცავს თანამედროვე და კრეატიულ ელემენტებს უფრო დასამახსოვრებელი და საინტერესოა. კიდე ჩემი მოსწავლეობის პერიოდიდან მქონდა სწრაფვა ისეთი საგნების მიმართ რომლებზე იყო შესაძლებელი არამარტო ლექციის სახით ახალი მასალის მოსმენა, არამედ ექსპერიმენტების და შემოქმედებითი დავალებების შესრულებაც. მაგრამ მაინც სკოლაში წარმოდგენილი მასალა იყო მოსაწყენი რადგან ჩვენ უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციის მოძიება შეგვეძლო სკოლის კედლებს გარეთ ინტერნეტის საშუალებით.
                     
ამ ბლოგის საშუალებით შევეცდები გაგიზიაროთ ინფორმაცია ჩემს გაკვეთილებში გამოყენებული ელემენტების შესახებ რომლებიც მეხმარებიან როგორც ბავშვების დაინტერესებაში ასევე გაკვეთილის მხიარულად წარმართვაში.

Comments

Popular posts from this blog

სოციალური მედიის კლუბის პრაქტიკული სავარჯიშოები

სოციალური მედიის კლუბი ისევ აქტიურად აგრძელებს მუშაობას. რამოდენიმე კვირის განმავლობაში კლუბის წევრებმა შეისწავლეს ფოტოგრაფიის ისეთი ცნებები როგორიცაა: სამმაგი დაყოფის წესი, თეთრის ბალანსი, ექსპოზიცია, კომპოზიციის და კადრის შერჩევა. აღნიშნული თემების გავლის შემდეგ ბავშვები უკვე მზად იყვნენ დაგვეწყო პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება.  გადავწყვიტე რომ ყველაზე სახალისო იქნებოდა მოსწავლეებს ეცადათ ერთმანეთისთვის პორტრეტები გადაეღოთ და შემდეგ დაემუშავათ აღნიშნული სურათები ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამების დახმარებით როგორიცაა Paint 3D.  მოსწავლეებთან ერთად გავიხსენეთ კომპოზიციის ძირითადი ცნებები. სურათების გადაღებამდე მოსწავლეებმა აირჩიეს გადაღების მეწყვილე. გავაკეთეთ ეს მარტივი პრონციპით: პატარა ქაღალდებზე ეწერა თითო მონაწილის სახელი რომელიც შემთხვევითობის პრინციპით დარიგდა მოსწავლეებს შორის.  პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისთვის. სურათების დამუშავების ერთერთი კომპონენტი იყო ის, რომ კლუბის მონაწილეებს უნდა გაეხსენებინათ პირველი შეხვ...

საკლუბო მუშაობა 2019-2020 სასწავლო წელი

„სოციალური მედიის კლუბი“ კლუბის ხელმძღვანელი ისტ-ის მასწავლებელი დარიკო ხუბაშვილი ტელ.: 558261029 ;   ელ. ფოსტა: darinakhubashvili@gmail.com წესდება þ   კლუბი შეიქმნა ფოტო, ვიდეო და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინეტერესებული მოსწავლეებისთვის; þ   კლუბში გაწევრიანება შეუძლია სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N16 საჯარო სკოლის 6-12 კლასის ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს; þ   კლუბში გაწევრიანებისთვის მოსწავლემ უნდა მიმართოს კლუბის ხელმძღვანელს შესაბამისი განაცხადის ფორმით; þ   კლუბის შეხვედრები ტარდება კვირაში ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ, ხანგრძლივობით 1 საათი; þ   კლუბის ყველა წევრი თანასწორუფლებიანია; þ   კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის მუშაობის ძირითადი წესები და პრინციპები; þ   კლუბს ხელმძღვანელობს ამავე სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას;...

სოციალური მედიის კლუბის პირველი შეხვედრა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ სოციალური მედიის კლუბის ახალი სეზონის დაწყებას. წელსაც, კლუბში გაწევრიანების მსურველ მოსწავლეებს უნდა შეევსოთ კლუბის განაცხადის ფორმა. კლუბის პირველი შეხვერდა ჩატარდა 2019 წლის 23 სექტემბერს. პირველ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ კლუბის მიზანს და წესდებას.  მოსწავლეების ერთმანეთთან უფრო დაახლოებისთვის და უკეთ გაცნობისთის შევთავაზე გაცნობის აქტივობა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა დაესახელებინათ საკუთარი სახელი და სახელის პირველ ასოზე მათი ხასიათის დამახასიათებელი თვისება. აქტივოვა ძალიან მოეწონათ ბავშვებს, რაც მთავარია, პირველ დღესვე შედგა საკმაოდ კარგი კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოციალური მედიის კლუბის პირველი ნაკადის მოსწავლეებიც ისევ აქტიურად არიან ჩართულები კლუბის მუშაობაში და მოამზადეს ახალი სასწავლო წლის დაწყების პრომო ვიდეო.