- პროექტის სახელწოდება: პირველადი დახმარება.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა სიტუაციებში პირველადი დახმარების აღმოჩენის ხერხებს.
- პროექტის აქტუალურობა: ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეესწროს უბედურ შემთხვევას, ავტოსაგზაო შემთხვევას. ამ დროს ხშირია რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მოსვლა გვიანდება. სწორი პირველადი დახმარების აღმოჩენით ჩვენ შეგვიძლია დაშავებულს მივანიჭოდ სტაბილური მდგომარეობა ან რიგ შემთხვევებში სიცოცხლეც გადავურჩინოთ.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება პირველადი დახმარების გაწევის კუთხით, კრიტიკულ სიტუაციებში სწორი რეაგირების უნარის განვითარება, პირველადი დახმარების დროული და სწორი აღმოჩენა, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიზის და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
- მონაწილეთა ასაკი: 15-18 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კრიტიკული სიტუაციის სწორი კონტროლი, პირველადი დახმარების დროული და სწორი აღმოჩენა, მოკლე ვიდეო გაკვეთილები რომლებიც გავრცელდება www.youtube.com რესურსის მეშვეობით .
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი ინტერნეტით, კამერა, სამედიცინო მასალა.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის მოძიება, სამედიცინო ტერმინების განხილვა, პირველადი დახმარების გაწევის პრაქტიკული სავარჯიშოები, პრეზენტაციების შექმნა ვიდეოს/სლაიდ შოუს სახით, პრექტის პრეზენტაცია.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასტან კავშირი: ეროვნული სასწავლო გეგმა: ს.ნ. XI.10., XI კლასი : მოსწავლეს შეუძლა აღწეროს პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ღონისძიებები დაზარალებულის უგონო მდგომარეობაში ყოფნის, სხვადასხვა სახის ჭრილობებისა და სისხლდენების არსებობის, აგრეთვე რიგი ტრამვული დაზიანებების დროს.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დარიკო ხუბაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: darinakhubashvili@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://darinka-khubashvili.blogspot.com/
სოციალური მედიის კლუბი ისევ აქტიურად აგრძელებს მუშაობას. რამოდენიმე კვირის განმავლობაში კლუბის წევრებმა შეისწავლეს ფოტოგრაფიის ისეთი ცნებები როგორიცაა: სამმაგი დაყოფის წესი, თეთრის ბალანსი, ექსპოზიცია, კომპოზიციის და კადრის შერჩევა. აღნიშნული თემების გავლის შემდეგ ბავშვები უკვე მზად იყვნენ დაგვეწყო პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება. გადავწყვიტე რომ ყველაზე სახალისო იქნებოდა მოსწავლეებს ეცადათ ერთმანეთისთვის პორტრეტები გადაეღოთ და შემდეგ დაემუშავათ აღნიშნული სურათები ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამების დახმარებით როგორიცაა Paint 3D. მოსწავლეებთან ერთად გავიხსენეთ კომპოზიციის ძირითადი ცნებები. სურათების გადაღებამდე მოსწავლეებმა აირჩიეს გადაღების მეწყვილე. გავაკეთეთ ეს მარტივი პრონციპით: პატარა ქაღალდებზე ეწერა თითო მონაწილის სახელი რომელიც შემთხვევითობის პრინციპით დარიგდა მოსწავლეებს შორის. პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისთვის. სურათების დამუშავების ერთერთი კომპონენტი იყო ის, რომ კლუბის მონაწილეებს უნდა გაეხსენებინათ პირველი შეხვ...

Comments
Post a Comment