ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ სოციალური მედიის კლუბის ახალი სეზონის დაწყებას. წელსაც, კლუბში გაწევრიანების მსურველ მოსწავლეებს უნდა შეევსოთ კლუბის განაცხადის ფორმა.
კლუბის პირველი შეხვერდა ჩატარდა 2019 წლის 23 სექტემბერს. პირველ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ კლუბის მიზანს და წესდებას.
მოსწავლეების ერთმანეთთან უფრო დაახლოებისთვის და უკეთ გაცნობისთის შევთავაზე გაცნობის აქტივობა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა დაესახელებინათ საკუთარი სახელი და სახელის პირველ ასოზე მათი ხასიათის დამახასიათებელი თვისება. აქტივოვა ძალიან მოეწონათ ბავშვებს, რაც მთავარია, პირველ დღესვე შედგა საკმაოდ კარგი კომუნიკაცია ერთმანეთთან.
სოციალური მედიის კლუბის პირველი ნაკადის მოსწავლეებიც ისევ აქტიურად არიან ჩართულები კლუბის მუშაობაში და მოამზადეს ახალი სასწავლო წლის დაწყების პრომო ვიდეო.


Comments
Post a Comment