სოციალური მედიის კლუბი ისევ აქტიურად აგრძელებს მუშაობას. რამოდენიმე კვირის განმავლობაში კლუბის წევრებმა შეისწავლეს ფოტოგრაფიის ისეთი ცნებები როგორიცაა: სამმაგი დაყოფის წესი, თეთრის ბალანსი, ექსპოზიცია, კომპოზიციის და კადრის შერჩევა. აღნიშნული თემების გავლის შემდეგ ბავშვები უკვე მზად იყვნენ დაგვეწყო პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება. გადავწყვიტე რომ ყველაზე სახალისო იქნებოდა მოსწავლეებს ეცადათ ერთმანეთისთვის პორტრეტები გადაეღოთ და შემდეგ დაემუშავათ აღნიშნული სურათები ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამების დახმარებით როგორიცაა Paint 3D. მოსწავლეებთან ერთად გავიხსენეთ კომპოზიციის ძირითადი ცნებები. სურათების გადაღებამდე მოსწავლეებმა აირჩიეს გადაღების მეწყვილე. გავაკეთეთ ეს მარტივი პრონციპით: პატარა ქაღალდებზე ეწერა თითო მონაწილის სახელი რომელიც შემთხვევითობის პრინციპით დარიგდა მოსწავლეებს შორის. პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისთვის. სურათების დამუშავების ერთერთი კომპონენტი იყო ის, რომ კლუბის მონაწილეებს უნდა გაეხსენებინათ პირველი შეხვ...
საგაკვეთილო პროცესის კრეატიული სახით წარმართვა
Comments
Post a Comment