Skip to main content

საკლუბო მუშაობა 2018-2019 სასწავლო წელი


კლუბის ხელმძღვანელი

ისტ-ის მასწავლებელი დარიკო ხუბაშვილი

ელ. ფოსტა: darinakhubashvili@gmail.com

კლუბის წესდება

þ  კლუბი შეიქმნა ფოტო, ვიდეო და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინეტერესებული მოსწავლეებისთვის;
þ  კლუბში გაწევრიანება შეუძლია სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N16 საჯარო სკოლის 6-12 კლასის ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს;
þ  კლუბში გაწევრიანებისთვის მოსწავლემ უნდა მიმართოს კლუბის ხელმძღვანელს შესაბამისი განაცხადის ფორმით;
þ  კლუბის შეხვედრები ტარდება კვირაში ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ, ხანგრძლივობით 1 საათი;
þ  კლუბის ყველა წევრი თანასწორუფლებიანია;
þ  კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის მუშაობის ძირითადი წესები და პრინციპები;
þ  კლუბს ხელმძღვანელობს ამავე სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლასო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას;
ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას, ზრუნავს კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისთვის.



კლუბის დაარსების იდეა

ახალ მედიასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა სახის ინტერნეტ-სერვისმა და ათასგვარმა კომპიუტერულმა აპლიკაციამ ნამდვილი სასწაული მოხდინა. თუკი ადრე ინფორმაციის გასავრცელებლად კვირები ან თვეები იყო საჭირო, დღეს ინფორმაციის გავრცელება რამოდენიმე წამშია შესაძლებელი.
ინტერნეტმა და ახალმა ტექნოლოგიებმა რიგით ადამიანებს, თითოეულ ჩვენთაგანს, მოგვცა საშუალება, შევქმნათ ინტერნეტში საკუთარი მედია არხი და ტრადიციული მედიის დახმარების გარეშე ვისაუბროთ ან ვაჩვენოთ ის, რაც, ჩვენი აზრით, საზოგადოების ყურადღების ღირსია. აღნიშნული რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს დიდ წარმატებას და საკუთარ თავზე აიღოს ჟურნალისტებისა და მედიისთვის მინდობილი როლი- მოვლენების დოკუმენტირება და გავრცელება.


კლუბის მიზნები

1.    სოციალური მედიის შესახებ ცოდნის გაღრმავება. მედიის გამოყენების ფორმების შესწავლა.
2.    ფოტოგრაფიის ძირითადი ცნებების შესწავლა და გამოყენება.
3.    ვიდეო გადაღების ძირითადი მეთოდების შესწავლა.
4.    ვიდეო მონტაჟის შესწავლა.


კლუბის სამუშაო გეგმა

N
თარიღი
აქტივობა/თემა
მიზანი
შენიშვნა
1
04.10.2018
კლუბის წვრების პირველი შეხვედრა.
§  ერთმანეთის გაცნობის აქტივობები
§  კლუბის მიზნების და წესდების გაცნობა
მოსწავლეებში გუნდად შეკვრა, კლუბის მიზნების გაცნობა

2
11.10.2018
ფოტო/ვიდეო ტექნიკური საშუალებები. გადაღებისთვის საჭირო დამატებითი ხელსაწყოები
ფოტო/ვიდეო გადაღებისთვის საჭირო ტექნოლოგიების და აქსესუარების შერჩევის უნარის განვითარება

3
18.10.2018
ფოკუსი, ექსპოზიცია და თეთრი ბალანსი
ფოკუსის, ექსპოზიციის და თეთრი ბალანსის გამოყენების მნიშვნელობის განსაზღვრა

4
25.10.2018
პრაქტიკული სავარჯიშოები, გადაღება


5
01.11.2018
§  კადრის კომპოზიცია და „სამმაგი დაყოფის“ წესი
§  სხვადასხვა სიმსხვილის ხედები
კომპოზიციის შესაბამისად კადრის შერჩევა

6
08.11.2018
პრაქტიკული სავარჯიშოები, გადაღება


7
15.11.2018
პრაქტიკული სავარჯიშოები, გადაღება


8
22.11.2018
პრაქტიკული სავარჯიშოები, გადაღება


9
29.11.2018
§  ვიდეო გადაღება.
§  სცენარი
სცენარის განსაზღვრა. ცალკეული სცენების გაწერის უნარის განვითარება

10
06.12.2018
პრაქტიკული სავარჯიშოები


11
13.12.2018
პრაქტიკული სავარჯიშოები


12
20.12.2018
ვიდეო რედაქტორი Movie Maker


13
27.12.2018
პრაქტოკული სავარჯიშოები


14
24.01.2019
პირველ სემესტრში გავლილი თემების გამეორება
წინარე ცოდნის გაღრმავება

15
31.01.2019
პროგრამა Movie Maker


16
07.02.2019
პრაქტიკული სავარჯიშოები


17
14.02.2019
სოციალური მედიის სახეობები


18
21.02.2019
ბლოგი


19
28.02.2019
სურათების დამუშავება მარტივი ფოტო რედაქტორის საშუალებით


20
07.03.2019
პრაქტიკული სავარჯიშოები


21
21.03.2019
რელიეფის, მსხვილი ხედის გადაღების თავისებურებები


22
28.03.2019
პრაქტიკული სავარჯიშოები


23
04.04.2019
პრაქტიკული სავარჯიშოები


24
11.04.2019
პროექტზე მუშაობა. ფოტო/ვიდეო გადაღება
წინარე ცოდნის გაღრმავება

25
18.04.2019
პროექტზე მუშაობა. ფოტო/ვიდეო გადაღება
წინარე ცოდნის გაღრმავება

26
25.04.2019
პროექტზე მუშაობა. ფოტო/ვიდეო გადაღება
წინარე ცოდნის გაღრმავება

27
02.05.2019
პროექტზე მუშაობა. ფოტო/ვიდეო გადაღება
წინარე ცოდნის გაღრმავება

28
16.05.2019
მაკრო ფოტოფრაფია


29
23.05.2019
პრაქტიკული სავარჯიშოები


30
30.05.2019
ფოტო გადაღება, პრაქტიკული სავარჯიშოები


31
06.06.2019
ფოტო გადაღება, პრაქტიკული სავარჯიშოები


32
13.06.2019
წლიური მუშაობის შეჯამება



კლუბში გაწევრიანების განაცხადის ფორმა

კლუბის მუშაობა

კლუბის წევრების მიერ შექმნილი საკონკურსო ვიდეო.

სკოლის ერთერთი საერთაშორისო პროექტის შემაჯამებელი ვიდეო.

საკლუბო მუშაობის ამსახველი კადრები შეგიძლიათ იხილოთ აქ, იმედის დილის რეპორტაჟში.


























Popular posts from this blog

სოციალური მედიის კლუბის პრაქტიკული სავარჯიშოები

სოციალური მედიის კლუბი ისევ აქტიურად აგრძელებს მუშაობას. რამოდენიმე კვირის განმავლობაში კლუბის წევრებმა შეისწავლეს ფოტოგრაფიის ისეთი ცნებები როგორიცაა: სამმაგი დაყოფის წესი, თეთრის ბალანსი, ექსპოზიცია, კომპოზიციის და კადრის შერჩევა. აღნიშნული თემების გავლის შემდეგ ბავშვები უკვე მზად იყვნენ დაგვეწყო პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება.  გადავწყვიტე რომ ყველაზე სახალისო იქნებოდა მოსწავლეებს ეცადათ ერთმანეთისთვის პორტრეტები გადაეღოთ და შემდეგ დაემუშავათ აღნიშნული სურათები ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამების დახმარებით როგორიცაა Paint 3D.  მოსწავლეებთან ერთად გავიხსენეთ კომპოზიციის ძირითადი ცნებები. სურათების გადაღებამდე მოსწავლეებმა აირჩიეს გადაღების მეწყვილე. გავაკეთეთ ეს მარტივი პრონციპით: პატარა ქაღალდებზე ეწერა თითო მონაწილის სახელი რომელიც შემთხვევითობის პრინციპით დარიგდა მოსწავლეებს შორის.  პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისთვის. სურათების დამუშავების ერთერთი კომპონენტი იყო ის, რომ კლუბის მონაწილეებს უნდა გაეხსენებინათ პირველი შეხვ...

საკლუბო მუშაობა 2019-2020 სასწავლო წელი

„სოციალური მედიის კლუბი“ კლუბის ხელმძღვანელი ისტ-ის მასწავლებელი დარიკო ხუბაშვილი ტელ.: 558261029 ;   ელ. ფოსტა: darinakhubashvili@gmail.com წესდება þ   კლუბი შეიქმნა ფოტო, ვიდეო და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინეტერესებული მოსწავლეებისთვის; þ   კლუბში გაწევრიანება შეუძლია სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N16 საჯარო სკოლის 6-12 კლასის ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს; þ   კლუბში გაწევრიანებისთვის მოსწავლემ უნდა მიმართოს კლუბის ხელმძღვანელს შესაბამისი განაცხადის ფორმით; þ   კლუბის შეხვედრები ტარდება კვირაში ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ, ხანგრძლივობით 1 საათი; þ   კლუბის ყველა წევრი თანასწორუფლებიანია; þ   კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის მუშაობის ძირითადი წესები და პრინციპები; þ   კლუბს ხელმძღვანელობს ამავე სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას;...

სოციალური მედიის კლუბის პირველი შეხვედრა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ სოციალური მედიის კლუბის ახალი სეზონის დაწყებას. წელსაც, კლუბში გაწევრიანების მსურველ მოსწავლეებს უნდა შეევსოთ კლუბის განაცხადის ფორმა. კლუბის პირველი შეხვერდა ჩატარდა 2019 წლის 23 სექტემბერს. პირველ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ კლუბის მიზანს და წესდებას.  მოსწავლეების ერთმანეთთან უფრო დაახლოებისთვის და უკეთ გაცნობისთის შევთავაზე გაცნობის აქტივობა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა დაესახელებინათ საკუთარი სახელი და სახელის პირველ ასოზე მათი ხასიათის დამახასიათებელი თვისება. აქტივოვა ძალიან მოეწონათ ბავშვებს, რაც მთავარია, პირველ დღესვე შედგა საკმაოდ კარგი კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოციალური მედიის კლუბის პირველი ნაკადის მოსწავლეებიც ისევ აქტიურად არიან ჩართულები კლუბის მუშაობაში და მოამზადეს ახალი სასწავლო წლის დაწყების პრომო ვიდეო.