Skip to main content

სოციალური პროექტი "მე, შენ, ჩვენ"


პროექტის იდეა:
რუსთავი ყოველთვის ითვლებოდა მეგობრულ ქალაქად სადაც მეტალურგიული ქარხნის აშენებით და ქალაქის დაარსების დღიდან ცხოვრობს სხვადასხვა ეროვნების და წარმოშობის ხალხი. შესაბამისად ჩვენს სკოლაში არიან სხვადასხვა ეროვნების წარმომედგენელი მოსწავლეები. სამწუხაროდ ვიყავი ისეთი ფაქტის მომსწრე როდესაც მოსწავლეებს სხვადასხვა ეროვნების მიმართ არასწორი სტერეოტიპული შეხედულებები გაუჟღერებიათ, რაც ჩემი აზრით არასაკმარისი ინფორმირებულობის შედეგად ხდება. გადავწყვიტე განმეხორციელებინა ისეთი პროექტი რომელიც მოსწავლეებს მისცემს დამატებით ან/და ახალ ცოდნას სხვადასხვა კულტურულ სხვაობებზე, გახდის მათ მეტად ტოლერანტ საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიმართ.

საფეხური/კლასი : საბაზო, საშუალო

პროექტის განხორციელების დრო: 2 კვირა

პროექტის მიზანი:

სკოლაში ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომედგენელი მოსწავლეების დაახლოება. ტოლერანტული უნარჩვევების განვითარება და ურთიერთთანამშრომლობა.

ამოცანები:
1.       ეთნიკური უმცირესობების კულტურული თავისებურებების გაცნობა ქართველი მოსწავლეებისთვის, მშობლების და მასწავლებლებისათვის.
2.       ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ურთიერთთანამშრომლობა.


მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის განხორციელების შედეგად სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და სასკოლო თემი ინფორმირებული იქნება რუსთავში არსებული ეთნიკური უმცირესობების კულტურული თავისებურებების შესახებ.

          პროექტის მდგრადობა:
პროექტი იქნება სიცოცხლისუნარიანი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ქართველი მოსწავლეები მჭიდროდ დამეგობრდებიან და გააგრძელებენ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას.

            შესაძლო რისკები:
შესაძლებელია მოსწავლეთა, სასკოლო თემის დაბალი ჩართულობა.
           



პროექტის განხორციელების აქტივობები:

1.    შეხვედრის  ორგანიზება  სკოლაში,  პროექტის იდეიის გაცნობა სკოლის ადმინისტრაციისა, მშობლებისა  და მოსწავლეებისათვის.
2.    საინიციატივო ჯგუფების დაკომპლექტება.
3.    პროექტის მიზნებისა და განსახორციელებელი გეგმის შემუშავება.
4.    საინიციატივო ჯგუფებმა უნდა შექმნან Power Point-ის პრეზენტაციები სკოლაში არსებული ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებზე.
5.    შუალედური მონიტორინგი.
6.    სკოლის სააქტო დარბაზში პრეზენტაციების წარმოდგენა სასკოლო თემისთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისათვის. პროექტის შეჯამება.


დასახელება
I კვირა
II კვირა
პასუხისმგებელი
         შეხვედრა სასკოლო თემთან და სასკოლო საზოგადოებასთან პროექტის მიზნებისა და განსახორციელებელი გეგმის გაცნობა



ისტ-ის მასწავლებელი დარიკო ხუბაშვილი

         მოსწავლეებისათვის  მასტერკლასის მოწყობა Power Point-ის პრეზენტაციის ეფექტურად გამოყენების შესახებ



ისტ-ის მასწავლებელი დარიკო ხუბაშვილი

ინფორმაციის მოძიება ეთნიკური უმცირესობების ტრადიციების შესახებ
          


ისტ-ის მასწავლებელი დარიკო ხუბაშვილი

         შუალედური მონიტორინგი (ფოკუს ჯგუფში გამოკითხვა)
          


ისტ-ის მასწავლებელი დარიკო ხუბაშვილი
         მოსწავლეების მიერ გამზადებული მასალის პრეზენტაცია. პროექტის დახურვა
          


ისტ-ის მასწავლებელი დარიკო ხუბაშვილი
        პროქტის საბოლოო მონიტორინგი (მონაწილეთა ანკეტირება) და შეფასება
          


        პროქტის საბოლოო მონიტორინგი (მონაწილეთა ანკეტირება) და შეფასება



Comments

Popular posts from this blog

სოციალური მედიის კლუბის პრაქტიკული სავარჯიშოები

სოციალური მედიის კლუბი ისევ აქტიურად აგრძელებს მუშაობას. რამოდენიმე კვირის განმავლობაში კლუბის წევრებმა შეისწავლეს ფოტოგრაფიის ისეთი ცნებები როგორიცაა: სამმაგი დაყოფის წესი, თეთრის ბალანსი, ექსპოზიცია, კომპოზიციის და კადრის შერჩევა. აღნიშნული თემების გავლის შემდეგ ბავშვები უკვე მზად იყვნენ დაგვეწყო პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება.  გადავწყვიტე რომ ყველაზე სახალისო იქნებოდა მოსწავლეებს ეცადათ ერთმანეთისთვის პორტრეტები გადაეღოთ და შემდეგ დაემუშავათ აღნიშნული სურათები ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამების დახმარებით როგორიცაა Paint 3D.  მოსწავლეებთან ერთად გავიხსენეთ კომპოზიციის ძირითადი ცნებები. სურათების გადაღებამდე მოსწავლეებმა აირჩიეს გადაღების მეწყვილე. გავაკეთეთ ეს მარტივი პრონციპით: პატარა ქაღალდებზე ეწერა თითო მონაწილის სახელი რომელიც შემთხვევითობის პრინციპით დარიგდა მოსწავლეებს შორის.  პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისთვის. სურათების დამუშავების ერთერთი კომპონენტი იყო ის, რომ კლუბის მონაწილეებს უნდა გაეხსენებინათ პირველი შეხვ...

საკლუბო მუშაობა 2019-2020 სასწავლო წელი

„სოციალური მედიის კლუბი“ კლუბის ხელმძღვანელი ისტ-ის მასწავლებელი დარიკო ხუბაშვილი ტელ.: 558261029 ;   ელ. ფოსტა: darinakhubashvili@gmail.com წესდება þ   კლუბი შეიქმნა ფოტო, ვიდეო და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინეტერესებული მოსწავლეებისთვის; þ   კლუბში გაწევრიანება შეუძლია სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N16 საჯარო სკოლის 6-12 კლასის ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს; þ   კლუბში გაწევრიანებისთვის მოსწავლემ უნდა მიმართოს კლუბის ხელმძღვანელს შესაბამისი განაცხადის ფორმით; þ   კლუბის შეხვედრები ტარდება კვირაში ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ, ხანგრძლივობით 1 საათი; þ   კლუბის ყველა წევრი თანასწორუფლებიანია; þ   კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის მუშაობის ძირითადი წესები და პრინციპები; þ   კლუბს ხელმძღვანელობს ამავე სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას;...

სოციალური მედიის კლუბის პირველი შეხვედრა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ სოციალური მედიის კლუბის ახალი სეზონის დაწყებას. წელსაც, კლუბში გაწევრიანების მსურველ მოსწავლეებს უნდა შეევსოთ კლუბის განაცხადის ფორმა. კლუბის პირველი შეხვერდა ჩატარდა 2019 წლის 23 სექტემბერს. პირველ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ კლუბის მიზანს და წესდებას.  მოსწავლეების ერთმანეთთან უფრო დაახლოებისთვის და უკეთ გაცნობისთის შევთავაზე გაცნობის აქტივობა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა დაესახელებინათ საკუთარი სახელი და სახელის პირველ ასოზე მათი ხასიათის დამახასიათებელი თვისება. აქტივოვა ძალიან მოეწონათ ბავშვებს, რაც მთავარია, პირველ დღესვე შედგა საკმაოდ კარგი კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოციალური მედიის კლუბის პირველი ნაკადის მოსწავლეებიც ისევ აქტიურად არიან ჩართულები კლუბის მუშაობაში და მოამზადეს ახალი სასწავლო წლის დაწყების პრომო ვიდეო.